24.04.2024
- Advertisement -spot_img

კახი კალაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ – დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა”. – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

კალაძის თქმით, ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

“მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება”. – წერს კალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ცნობისათვის, დღეს ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს წალკის მუნიციპალიტეტში თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამგებლის ბიძა ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტსა და ოპერატორს და დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img