19.03.2024
- Advertisement -spot_img

კალაძე ე.წ. სისხლიან ბანერებზე – ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მიდის, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

მერია არაფერ შუაშია, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების, რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში“,- ასე აფასებს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ გავრცელებულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!”

როგორც კალაძე აღნიშნავს, ცნობილია, თუ ვინ განათავსა ბანერი.

“მე პირადად არ მომწონს ეს. ჩემი საარჩევნო კამპანია მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრები გამოწვევებზე. დღეს, მაგალითად პრეზენტაცია მქონდა, თუ რას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ისიც გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია „ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს“,- აღნიშავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმუშავებს თუ არა „სისხლიანი ბანერები“ წინასაარჩევნოდ, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოწოდების სიმაღლეზეა, მისი ოჯახის წინააღმდეგ კი ცილისწამება მიმდინარეობს.

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე, ისე არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები, რაც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ენას?! რატომ არ საუბრობთ ამაზე?! სასიამოვნოა?! „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ნახავთ ჩემ განცხადებას, ოპონენტის, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! ეს არის რეალობა!“-აღნიშნავს კალაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img