06.08.2021
- Advertisement -spot_img

კალაძე – მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. სიტუაციას ვაკონტროლებთ

„ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება. სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს.“ –  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მერიას სთავაზობენ, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. კონკრეტული ღონისძებების შესახებ კი, კალაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი“, – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img