23.11.2024

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე გახდა. სანიკიძე პრეზიდეტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა გამოცხადდა, სანიკიძემ ხმების 100% მიიღო. 

“მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო”. – თქვა სანიკიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებელთან”.

სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა. 

გურასპაული ფედერაციის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს და მაშინაც ის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img