16.01.2025

კანადა დამატებით 29 რუს პირს სანქციებს უწესებს, მათ შორის რუსეთის პატრიარქ კირილეს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბალიში, G20-ის სამიტზე ისაუბრა.

“რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. კანადა დეზინფორმაციას შეებრძოლება ყველგან, სადაც მას აღმოვაჩენთ. მოგმართავთ მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებთ: თქვენ ამაზე პასუხს აგებთ. კანადა უკრაინის გვერდით დგას”. – თქვა მელანი ჯოლმა.

კანადა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ, 29 დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აგენტისა და 15 სუბიექტის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებს რუსეთის მთავრობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.

სანქციების სიაში მოხვდა სუმბატოვიჩ გასპარიანი, რომელიც Russia Today-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ასევე, კანადა სანქციებს რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგაც აწესებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img