კანადამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პარტნიორს, ყოფილ ტანმოვარჯიშეს ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდა ასევემ რამდენიმე სხვა რუს ოფიციალურ პირებსა და ბანკებს.
„ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.