რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის ცხრა მაღალჩინოსანს კანადამ სანქციები დაუწესა.
სანქციები შეეხოთ ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბორტნიკოვს, სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივარუჩკოსა და პაველ პოპოვს, კრემლის საშინაო სამქმეების პოლიტიკის განყოფილების უფროსს, ანდრეი იარინს, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს, ციმბრიში პრეზიდენტის წარმომადგენელს სერგეი მენიაილოს.
სანქციის დაწესების მიზეზი, როგორც კანადის ოფიციალური უწყებები განმარტავენ ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ თანამოქალაქეების ძირითადი და ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები გახდა. მათი თქმით, დაწესებული სანქციები ეს არის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებზე.