18.04.2024
- Advertisement -spot_img

კანადაში, ძლიერი სიცხისგან ხანძარი გაჩნდა და ერთ-ერთი სოფელი მთლიანად დაიწვა

კანადაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ძლიერმა სიცხემ ასობით ადამიანის უეცარი სიკვდილი და ტყის ხანძრები გამოიწვია.

კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად, სოფელი ლიტონის 90%-ი დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მანამდე სოფელი, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობამ დატოვა.

გამოცემის ინფომრაციით, ლიტონის მერმა, იენ პოლდერმენმა გუშინ განაცხადა, რომ სოფელს ცეცხლი 15 წუთში მოედო.

„ადამიანებმა სახლების გასაღებებს დასტაცეს ხელი, ჩასხდნენ ავტომობილებში და გაიქცნენ,“- განაცხადა მერმა.

ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. მაღალი ტემპერატურის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო ხუთ დღეში ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დადასტურდა. ფატალური შემთხვევების ასეთ ზრდას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.

ეს კანადაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდია. სინოპტიკოსების ცნობით, წინა რეკორდი 45 გრადუსს შეადგენდა. ეს ტემპერატურა 1937 წლის 5 ივნისს, ქალაქ იელოუ გრასში დაფიქსირდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img