14.08.2022
- Advertisement -spot_img

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა. გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები.

ექიმ გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

„52 წლის მამაკაცი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ – განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img