19.03.2024
- Advertisement -spot_img

კარგად ვარ, არ ველოდებოდი დღეს გათავისუფლებას, აქედან მივესალმები ოჯახს — ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ზაზა გახელაძემ პირველი კომენტარი გააკეთა მედიისთვის.

“კარგად ვარ. არ ველოდებოდი რომ ასე მოხდებოდა, დღეს ყოველ შემთხვევაში. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, დღეს კარგად ვარ. კარგად ვარ, დღეს მითუმეტეს კარგად არის ყველაფერი.

მივესალმები აქედან [ოჯახს]. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი დღე აქ დგომა მოგვიწევს და სახლში დარწმუნებული ვარ ჩემი შვილები მიყურბენ. მოდი ხვალ, ზეგ, მაზეგ… არსად წასვლას ჯერ არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით მართალია, მაგრამ… სხვა დროს, ბოდიშს გიხდით”.

გახელაძეს ერგნეთის საგუშაგოსთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური დახვდნენ. ის რამდენიმე საათის წინ გადმოვიდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სახლში წავიდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img