29.03.2024
- Advertisement -spot_img

კარლ ჰარცელი – ევროკავშირის დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა EU-ს დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

“ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას გამოეხმაურა და პროცესს ნაჩქარევი, გაუმჭვირვალეს და არაკონკურენტული უწოდა. ელჩი წერს, რომ ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სასამართლოს სისტემაში მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img