ევროპის მოედანზე, დღეს, პრეზიდენტის მოწვევით დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.
თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.