16.10.2024
- Advertisement -spot_img

კარლ ჰარცელი – კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის

„მაშინებს ის, რომ ვინც ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ეჭვის დათესვას ცდილობენ“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.

„რაც მაშინებს არის ის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ, ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას.

ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა.

ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ.

ეს არის ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი გააკეთოს საქმე. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს, ეს უზარმაზარი ძალაა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო შეუჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, თუ როდის და როგორ მოხდება ეს“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img