19.04.2024
- Advertisement -spot_img

კარლ ჰარცელი – ვფიქრობ, რასაც მეორე ტურის კამპანიაში ვხედავთ, არის მაღალი ხარისხის პოლარიზაცია

როგორც კარგი ევროპელი მე ყოველთვის მივიჩნევ, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ სკეპტიკური ვიქნები ზოგადად შეურაცხყოფის მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას რას ფიქრობდა გუშინდელი აქციის დროს გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

ელჩის თქმით, რასაც მეორე ტურის კამპანიისას ხედავს, მაღალი ხარისხის პოლარიზაციაა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ შემხვედრია შეურაცხმყოფელი განცხადებები გუშინდელი აქციის კონტექსტში, მაგრამ როგორც კარგი ევროპელი მე ყოველთვის მივიჩნევ, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი ამიტომ სკეპტიკური ვიქნები ზოგადად შეურაცხყოფის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ის რასაც ვხედავთ მეორე ტურის კამპანიაში, არის მაღალი ხარისხის პოლარიზაცია. შეურაცხყოფის გაცვლა-გამოცვლა შეუსაბამოა ისეთი საარჩევნო გარემოსთვის, რომელიც უნდა ეხებოდეს პარტიებს, არჩევანს, რომელიც უნდა კეთდებოდეს ფაქტობრივ საფუძველზე“, – აღნიშნა ელჩმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img