21.10.2021
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე- პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისას, სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს “საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო დღეს უწოდებს”. 

მისი თქმით, აშშ-მ ბევრი იმუშავა სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაეუმჯობესებინა მასებთან გამკლავების შესაძლებლობები.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ. 

ვფიქრობ, ძალიან იმედგამაცრუებელი დღე იყო ქართველებისთვის და ბევრმა თქვა კიდეც, როგორი მოულოდნელობა იყო ქვეყანაში, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, იმის ხილვა, რომ უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან”. – თქვა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წაახალისა 5 ივლისს აგრესიული ჯგუფების ძალადობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, დეგნანმა უპასუხა: 

“პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ”. – თქვა აშშ-ის ელჩმა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

იენს სტოლტენბერგი – საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად

ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img