05.08.2021
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი – ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით.

„მოგეხსენებათ, ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ყველას მოლოდინია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, პრობლემების გარეშე და მისი შედეგების მიმართ უნდა ჰქონდეს ნდობა მოსახლეობას. პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშავეს ამ საკითხზე, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის აღნიშნული საარჩევნო საკითხები გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნების პერიოდში ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც მეტი სარგებლის მომტანი საარჩევნო პროცესისთვის და მასში ნაკლები იყოს სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ტყუილი. სოციალურ მედიაში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს პარტიის პლატფორმებისა და გეგმების შესახებ”, -განაცხადა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img