09.10.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი – ახლა არის დრო ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან – ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უპასუხოს იმ პირობებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკომისიამ წარმოადგინა , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩის თქმით, რეკომენდაციები რეფორმებზე, რომლებიც ევროკომისიამ გასცა, არ არის ახალი, უბრალოდ საქართველოში მხარეები უნდა გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის.

„საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცალსახად გამოვიდა გარეთ 20 ივნისს და გამოკითხვიდან გამოკითხვამდე გამოხატავს თავის მხარდაჭრას ევროკავშირის წევრობასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უპასუხოს იმ პირობებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკომისიამ წარმოადგინა. ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო ცხადად ამას ვერ წარმოაჩენდნენ – ეს არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და როდესაც ეს შესრულდება, მაშინ საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი ევროკომისიისგან და ევროკავშირისგან საქართველოსთვის, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირი მიესალმება საქართველოს წევრობას, მაგრამ ამისთვის საქართველომ თავისი ერთგულება უნდა დაამტკიცოს დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. ეს არ არის რაიმე ახალი რეფორმები, ყველა მათგანი არის იგივე, რომელზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესსაც მიაღწია. უბრალოდ საჭიროა, მეტი პროგრესის მიღწევა. ვფიქრობ, ახლა დროა საქართველოს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ერთად იმუშაონ ერთიანი მიზნისთვის“,- განაცხადა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img