16.10.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი – არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს

არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რადგანაც საუბარი შეეხო თავდაცვის საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორე რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, რომ თითქოს ვინმეს სურს, საქართველოს ომში ჩაბმა რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს, არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა. აშშ-სა და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მას შეუძლია, რომ ის ერთ დღეში დაასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს პროგრესის მიღწევაში, განსაკუთრებით ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და თუ შევხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურება, რომელმაც შეურაცხყო ეკლესიები, რომლებსაც ცხოველთა სადგომებად იყენებდა. როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია, ახლოს მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ, იქ რა ხდება. თქვენი, საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში, საქართველოს მეგობრები არიან ამერიკაში და ესაა გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება” – განაცხადა ელჩმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img