19.04.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი – იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა და აირია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება.

როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მისთვის სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი დაყოვნდა.

„იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტი ისევ აშენდება. როდესაც იქ ხარ, ხვდები რამდენად იდეალურია ეს ადგილი და ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება. სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა და აირია. ჯერ ისევ კარგი პროექტია.

შაბათს, პორტის გახსნის დროს მითხრეს, რომ როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის. არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და შემდეგ ააშენო პორტი. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად, თუ რა არის საჭირო, შემდეგ ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან. იმედი მაქვს, რომ განხორციელდება. შესაძლოა, არა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედია, რომ ამის საფუძველი ჩაიყრება“, – განამარტავს კელი დეგნანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img