15.10.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე – ძალადობა არის მიუღებელი – იმედგაცრუებული დავრჩით

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრ, ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. არ ვიცი, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხდება. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და.აშ.

გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა“,- განაცხადა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img