24.04.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი – პატივს ვცემ კობახიძის ცოდნას – მეც მაქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში

“პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ასევე, ბევრი სხვა კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, რომლებსაც საქართველოში შევხვედრივარ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დაჯილდოებულია ძალიან ბევრი განათლებული საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტით. მეც პირადად მაქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში, მათ შორის, დავხმარებივარ ქვეყნების მათი კონსტიტუციის დაწერაში. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემის შედარებითი ანალიზი” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას.

საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 1 პროცენტიანი ბარიერი. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან განსხვავებული პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხდნენ, რომ დაბალი 2 პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში. მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხი ახლა კონსტიტუციაშია და 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და იქ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმისა და მოსაზრების წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტკური ლიდერების შეთანხმება, რაც ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img