23.11.2024

კელი დეგნანი – როცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო

როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

„ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,“- აღნიშნა ელჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img