20.04.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი სენატორების ვიზიტზე – მთავარი გზავნილია იმის ჩვენება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს

სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს დღეს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სენატორების საქართველოში ვიზიტის მთავარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა.

“ამ ვიზიტის მთავარი გზავნილი გახლავთ იმის ჩვენება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, საქართველო მუშაობდა და მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე, სენატორებისთვის საინტერესოა როგორ მიმდიანრეობს ამ კუთხით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში კოვიდის გამო იყო გარკვეული პაუზა, ის გამოც ვერ ჩამოდიოდნენ. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს კარგად ჩანს დელეგაციის შემადგენლობაში, მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები”, – აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

“განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის გზავნილი საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და იმის ნახვის, თუ რამდენად ძლიერი რჩება საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. 

სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img