საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთელ განაცხადა, რომ საქართველოს მეგობრები მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გასვლით იმედგაცრუებულები არიან, რადგან რეფორმაბი მათ ყველა ხელმომწერ პარტიასთან ერთად უნდა განეხორციელებინათ.
„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეგნანმა.
შეკითხვაზე: დაუწესებს თუ არა აშშ საქართველოს სანქციებს? ელჩმა უპასუხა, რომ „სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.
ამასთან, ის პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.