12.11.2024

კერი ფაულერი – საქართველო დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე, ჩანაცვლება ფქვილით უწევს – ორმაგი ტვირთია

სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, დოქტორი კერი ფაულერის თქმით, საქართველოს ორმაგი ტვირთი აქვს – ერთი მხრივ, ის დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე, მეორე მხრივ კი ამ პერიოდში ხორბლის ჩანაცვლება უფრო ძვირი ფქვილის იმპორტით უწევს. ფაულერმა ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში, დაახლოებით, ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.

ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს ამას თავი დააღწიოს და იყოს მასზე ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. […] უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით”. – თქვა ფაულერმა.

კერი ფაულერის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, დაახლოებით, $6 მილიარდის დახმარება გაუწია და მასში წილი სასოფლო-სამეურნეო პროგრამებსაც აქვს.

“სასოფლო-სამეურნეო პროგრამები 4-5 წლიანი მიმდინარე პროგრამებია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ასევე, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამაზე, რომელიც მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ამ პროგრამებს ვაკვირდებით ეფექტურობის შესაფასებლად და საქართველოს დახმარების გზების გასაუმჯობესებლად”. – თქვა ფაულერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img