12.06.2021
- Advertisement -

“ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია…” – როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები

27 იან­ვარს კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­მუ­კა ლო­რია 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გა­ავ­რცე­ლა, ვი­ნა­ი­დან ის ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

მა­მუ­კა ლო­რია ცნო­ბი­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის, აბე­სა­ლომ ლო­რი­ას ვაჟი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მა­მის გზა წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლა. შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და, სა­დაც არა­ერ­თი სა­უ­კე­თე­სო როლი შექ­მნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გახ­და. თუმ­ცა 1985 წელს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს შე­უ­ერ­თდა და ბოლო წუ­თამ­დე ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

გარ­და იმი­სა, რომ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მა­მუ­კა ლო­რი­ას არა­ერ­თი როლი აქვს გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­სა და ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­შიც. მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო – „ოქ­როს ნი­ღა­ბი“ სპექ­ტაკ­ლის­თვის „მაკ­ბე­ტი“.

დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი:

„მა­მუ­კა ლო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. მის­თვი­საც პი­რა­და­დაც მით­ქვამს, რომ ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თად, სა­უ­კე­თე­სო ის წლე­ბი იყო, როცა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სახე შექ­მნა ბა­ტო­ნი შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას და ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძის სპექ­ტაკ­ლებ­ში. სწო­რედ მა­შინ, იმ სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

იმ დროს იყო ასე­თი ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლი „შე­ა­ჩე­რეთ მა­ლა­ხო­ვი“ (აგ­რა­როვ­სკის პი­ე­სა), რო­მე­ლიც ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძემ დად­გა, მა­მუ­კა მა­ლა­ხოვს თა­მა­შობ­და. იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გახ­და, რომ სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მშობ­ლე­ბის­თვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ინიშ­ნე­ბო­და, სა­დაც შემ­დეგ მი­დი­ო­და მისი გან­ხილ­ვა. მა­მუ­კა სკო­ლის მოს­წავ­ლეს თა­მა­შობ­და, ჟურ­ნა­ლის­ტის როლ­ში ოთარ ბა­ღა­თუ­რია გახ­ლდათ, ფსი­ქო­ლო­გის – რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძე. სპექ­ტაკლში სა­ინ­ტე­რე­სო ჭრილ­ში იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რა კა­ცის პრობ­ლე­მე­ბი. მა­მუ­კა იქ შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ხვდე­ბოდ­ნენ, ავ­ტოგ­რაფს სთხოვ­დნენ, მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ… ნამ­დვი­ლი გმი­რი იყო.

შემ­დეგ შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სპე­ტაკლში „ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში“ ითა­მა­შა. იქ მა­მუ­კა ვიქ­ტო­რი იყო. ამ სპექ­ტაკ­ლით რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე ყო­ფი­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე დიდი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა… ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა სპექ­ტაკ­ლი „დი­ნო­ზავ­რებს გა­უ­მარ­ჯოს“, იქ მა­მუ­კა ბელა ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად თა­მა­შობ­და და მგო­ნი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ეს მისი ბოლო წარ­მოდ­გე­ნა იყო. შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ არა­ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი შექ­მნა, ისე­თი სა­ო­ცა­რი აღ­მაფ­რე­ნა, რაც ად­რე­უ­ლი წლე­ბის „მო­ზარ­დში“ ჰქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, შემ­დეგ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში არ ჰქო­ნია. ის პე­რი­ო­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ­სე­ბობ­და, კი­დევ მე­ტად ამ­ტკი­ცებს იმას, რომ მა­მუ­კას სა­ხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ტის­ტუ­ლი ძალა გა­მო­აკ­ლდა რო­გორც ქარ­თულ თე­ატრს, ასე­ვე ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფს.

ის ასე­ვე არა­ერთ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ხი­ე­რი იყო მისი ეპი­ზო­დე­ბი კი­ნო­შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. და­სა­ნა­ნია მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მა­მუ­კა და მისი და, რუ­სი­კო იყ­ვნენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მის, აბე­სა­ლომ ლო­რი­ას პრო­ფე­სი­ის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი. რუ­სუ­და­ნიც მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მე­ლიც ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ ისე მოხ­და, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ორი­ვე წა­ვი­და. ეს ორ­მა­გად სა­წყე­ნია, რომ ასე დას­რულ­და ლო­რი­ე­ბის სამ­სა­ხი­ო­ბო ოჯა­ხის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ტო­ვა­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის“.

ნა­თე­ლა პა­ა­ტაშ­ვი­ლი-გი­ორ­გა­ძე, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

„მა­მუ­კას წას­ვლამ გული უზო­მოდ დამ­წყვი­ტა. ის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა… მისი დაც ჩვე­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მა­მუ­კა­ზე უმ­ცრო­სი. 5-6 წლის წინ ჯერ მის­მა ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ დამ­წყვი­ტა გული. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და მსა­ხი­ო­ბი იყო ორი­ვე, სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი იყ­ვნენ.

მა­მუ­კა გარ­და იმი­სა, რომ ჩემი სას­ცე­ნო პარტნი­ო­რი იყო, მე­გო­ბა­რიც, „ბი­ჭუ­ნა და კარლ­სონ­ში“ მე ბი­ჭუ­ნას ვთა­მა­შობ­დი, ის ჩემი ძმა იყო. ხელ­ში ამი­ტა­ცებ­და და მატ­რი­ა­ლებ­და… 5-6 სპექ­ტაკლში ერ­თად გვაქვს ნა­თა­მა­შე­ბი… მა­მუ­კას ბევ­რი მთა­ვა­რი როლი ჰქონ­და იმი­ტომ, რომ ყვე­ლა რე­ჟი­სორს უნ­დო­და მისი სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბა. იუ­მო­რით სავ­სე, უპა­ტი­ოს­ნე­სი, უფა­ქი­ზე­სი და უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ის არა მარ­ტო ჩემი, ჩვე­ნი ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბა­რი იყო, რად­გა­ნაც ჩემი მე­უღ­ლეც მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ. ოჯახ­ში ხში­რად გვსტუმ­რობ­და. ერ­თად დავ­დი­ო­დით სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. სა­ნამ თა­ვის ოჯახს შექ­მნი­და, ჩვე­ნი შვი­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა უყ­ვარ­და ხოლ­მე… მისი მამა აბე­სა­ლომ ლო­რი­აც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი იყო და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. მათ­თან სტუმ­რო­ბაც კარ­გად მახ­სოვს…

რა გი­თხრათ, გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა“..

ქეთი ბურ­ჯა­ნა­ძე, მა­მუ­კა ლო­რი­ას მე­გო­ბა­რი:

– პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით, 51-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ, იქვე ვცხოვ­რობ­დით და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბიც მე­გობ­რობ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, ბევ­რი ანეკ­დო­ტი იცო­და, სულ ჩვენს კარგ გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავ­და, ბევ­რს გვა­ცი­ნებ­და, ვცეკ­ვავ­დით, ვმღე­რო­დით, ვმხი­ა­რუ­ლობ­დით… რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი მას ვსტუმ­რობ­დით, ის პე­რი­ო­დი კარგ მო­გო­ნე­ბად მაქვს. ასე რომ, მას­თან ოჯახ­ში მის­ვლა ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ბა­ტონ აბე­სა­ლომ­თა­ნაც სულ მსა­ხი­ო­ბე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ… აბე­სა­ლომ ბი­ძია ყო­ველ­თვის თბი­ლად გვმას­პინ­ძლობ­და, უხა­რო­და ჩვე­ნი მის­ვლა. მა­მუ­კას ასე უდ­რო­ოდ წას­ვლამ გული ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა.

– ავად­მყო­ფობ­და?

– კი, მას ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნე ჰქო­და და ეს არის მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც. ხან­გრძლი­ვად ია­ვად­მყო­ფა, ამას და­ერ­თო ის, რომ მე­უღ­ლეც ავად გა­უხ­და ისე, რომ ჩა­წო­ლი­ლია…

მა­მუ­კას ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი, ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხო­ვი­ლია. ბიჭი არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. შვი­ლე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო გზას არ გაჰ­ყო­ლი­ან.

– ბოლო წლებ­ში გულ­და­წყვე­ტი­ლი ხომ არ იყო, თე­ატ­რში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი რომ არ ჰქონ­და?

– ეგ არ ვიცი… ფაქ­ტია, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი იყო, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სა­ო­ცა­რი რო­ლე­ბი შექ­მნა, რუს­თა­ველ­ში – ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და მთა­ვა­რი რო­ლე­ბი… სა­ერ­თოდ, წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, რომ „მო­ზარ­დი­დან“ იქ გა­და­ვი­და. „მო­ზარ­დში“ ძა­ლი­ან კარგ რო­ლებს აძ­ლევ­დნენ. მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მაქვს ნა­ნა­ხი, სულ დავ­დი­ო­დი მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე. ვფიქ­რობ, „მო­ზარ­დში“ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მეტ კარგ სა­ხეს შექ­მნი­და. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

– ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე?

– არ მახ­სოვს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, როცა ვი­ღა­ცას აჯავ­რებ­და, ზუსტ პა­რო­დი­ას გა­ა­კე­თებ­და. ერთხე­ლაც გვი­თხრა, რომ „სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე“ უნდა ჩა­ვა­ბა­როო და ჩა­ა­ბა­რა…

ჩვენს კლასს ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ.

Webgazeti.ge უსამძიმრებს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს.

წყარო: Ambebi.ge

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -