14.11.2024

ხარკივის ქალაქ ლოზოვაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 000-ზე მეტი ბინა დაზიანდა

ხარკივის რეგიონის ქალაქ ლოზოვაზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმამ 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა და 11 საგანმანათლებლო ცენტრი დააზიანა. ინფორმაციას ქალაქის მერი, სერჰეი ზელენსკი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ლოზოვაზე თავდასხმის შედეგად 7 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვიც.

„რიცხვები შოკისმომგვრელია: 11 საგანმანათლებლო ინსტიტუტი, მათ შორის 5 სკოლა. არსებობს კითხვები იმ ზარალის მასშტაბზე რაც ჰოსპიტალსა და კლინიკას მიადგა. ჩვენი კულტურის სასახლეც მთლიანად განადგურებულია“ – წერს ქალაქის მერი.

ზელენსკის თქმით, დაზიანებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არის ხარკივის საავტომობილო და საგზაო კოლეჯის ლოზოვას ფილიალიც, რომლის სახელოსნოები და სტუდენტური საცხოვრებელიც ასევე დაზიანდა.

ლოზოვა ხარკივის რეგიონში მდებარეობს, რომელიც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ. ის ქალაქ იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით 73 კმ დაშორებით მდებარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img