ხაროკოვის ოლქში დერჩაგევსკის რაიონში უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროებისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს.
სინეგუბოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ, ზოგიერთ რაიონში ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ხოლო ხარკოვის შორეულ მისადგომებზე მტრის კოლონები გაარღვიეს.
„დღეს, დერგაჩოვის რაიონში, დამპყრობლებთან ბრძოლაში ეროვნული გვარდიის მობილური ნაწილი შევიდა. შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ოკუპანტების დანაკარგების შესახებ დეტალებია ზუსტდება“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.