07.05.2021
- Advertisement -

ხათუნა სამნიძე – 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადება პოლიციელებს მართლმსაჯულებისგან გაქცევის საშუალებას არ მისცემს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადება პოლიციელებს მართლმსაჯულებისგან გაქცევის საშუალებას არ მისცემს.

„როდესაც მოლაპარაკების პროცესში გაჩნდა დოკუმენტი ამნისტია, ჩვენ გვქონდა წუხილი, რომ ეს საკითხი იქნებოდა პრობლემური, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ ეს საკითხი ამ პოლიტიკურ კრიზისში ცალკეულად არ უნდა განვიხილოთ და მთლიანად დოკუმენტის სულისკვეთება არის მთავარი. ჩანაწერი არის, რომ უნდა განხორციელდეს ამნისტია. მედიატორთან საუბრისას ხაზი გაესვა იმას, რომ შეიძლება ვიგულისმოთ ის სამი პოლიციელიც. მეტი საქმე აღძრული არ არის ამ ხელისუფლების პირობებში და არც ველი, რომ ის მძიმე დანაშაულები, რომელიც ჩვენს თავზე გამოვცადეთ, გამოძიებული იქნება. ამნისტია, არ მისცემს ამ ადამიანებს საშუალებას, რომ მართლმსაჯულებას გაექცნენ“, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

რა კავშირია ლევან ვასაძესა და რიონის ხეობის მცველებს შორის?

„რიონის ხეობის გუშაგების“ ინფორმაციები ძალიან აქტიურად ვრცელდება ლევან ვასაძის „ალტ-ინფოს“ ჯგუფებში. სოციალურ ქსელში შესამჩნევი ხდება, რომ რიონის ხეობის მცველებისა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -