12.06.2021
- Advertisement -

ხათუნა სამნიძე – არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი თქმით, ახლა საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი სჭირდება.

როგორც ხათუნა სამნიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი კოორდინირებული იყოს.

„მე უკვე მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ოპოზიციურმა სპექტრმა, როგორ ვხედავთ თვითმმართველობის არჩევნებს. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი კამპანია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩანაწერს შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს 43%, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ. მას შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კამპანიის წარმოება, რომ პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%. საქართველის მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ არა „ქართული ოცნება“,-აცხადებს სამნიძე.

ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეუერთდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს და საპარლამენტო მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.

“მე კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, მათთან პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, იყოს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა“, – აცხადებს სამნიძე.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -