ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არანაირი ოპტიმიზმი არ აქვს პოლიტიკურ მორატორიუმზე, შეთანხმებაზე, ან საერთოდ რაიმე თანამშრომლობაზე.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას”თანამშრომლობის ძალა არ აქვს.
“ქართული ოცნება” არის ძალა, რომელსაც საერთოდ არ ესმის არც თანამშრომლობის, არც დიალოგის ენა, ის აუქმებს ყველა დადებულ პირობას და შეთანხმებას და დღეს უკვე ვნახეთ, რომ ღიად დგამს ნაბიჯებს და მიმართულია იმისკენ, რომ დაისაჯოს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ყველა დამოუკიდებლად მოაზროვნე პოლიტიკური პირი თუ სხვა. ამ ძალას არ შეუძლია თანამშრომლობის წარმოება. ამ ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტი წარმართავს პროცესს, მე არ მაქვს იმედი, რომ ამას ექნება რაიმე წარმატება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ ერთპარტიულად მართოს”, – განაცხადა სამნიძემ.