15.10.2024
- Advertisement -spot_img

ხათუნა სამნიძე – „ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკა ისმის

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განაცხადებით, „ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკა ისმის. როგორ დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმედს იტოვებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე პოზიტიური იქნება და „ოცნებას“ აღარ ექნება საშუალება ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ. სამნიძის თქმით, დათქმებში ხაზგასმული იქნება, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას, სიმართლეზე საუბარს და საღ აზრს. ეს ჩანს მათ განცხადებებში, რეაქციებში, როცა ესხმის თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ვნახეთ თავდასხმები ამერიკის საელჩოზე, დასავლელ პარტნიორებზე. ეს არის მათი სტილი. EPP- მ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მათ განცხადების შედგენისთვის აქვთ სხვადასხვა წყაროები, არამხოლოდ პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. თითქმის ყველა საუბრობს დემოკრატიის გამოწვევებზე და უკუსვლაზე, ეს არის პრობლემა, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და არა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, იმედს ვიტოვებ, პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭებაზე იქნება პოზიტიური და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კონკრეტული პირობების შესრულება კონკრეტულ ვადებში და აღარ ექნებათ საშუალება ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. დათქმებში ხაზგასმული იქნება პირდაპირ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ პუნქტების შესრულებაზე“, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img