18.01.2025

ხათუნა სამნიძე – სააკაშვილის მიმართ სოლიდარულები ვართ, 14 ოქტომბრის აქციას არ ვუერთდებით

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” ნაციონალური მოძრაობის 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება, თუმცა, მის მიმართ სოლიდარულია. 

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია ქართული ოცნების და ეს არის რევანში ქართული ოცნებისგან. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება”. – თქვა ხათუნა სამნიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიციური პარტიებიდან არც “ლელო” და “ევროპული საქართველო” შეუერთდება. ორივე პარტია სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარს პარტიულობის გამო ამბობენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img