09.12.2021
- Advertisement -spot_img

ხათუნა სამნიძე-შეთანხმება უნდა შედგეს, ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს!

“ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე, სწორედ ამის მიღწევა გვინდა ჩვენ – უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს იყო პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით, რომელსაც ვესწრებოდით მე და ჩემი პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვილაპარაკეთ ყველა იმ საკითხზე, რაც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩამონათვალშია. რა თქმა უნდა, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა იყო. ცოტა დრო არის დარჩენილი 16 მარტამდე, რომელიც დათქვა პრეზიდენტმა მიშელმა, ასეთივე ცოტა დრო აქვს ყველა მხარეს. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე, სწორედ ამის მიღწევა გვინდა ჩვენ, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, ვინ, რას დაუმტკიცებს ერთმანეთს, არამედ გაიმარჯვოს ამ ქვეყანამ და კიდევ ერთი, მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჩვენი ევროატლანტიკური ევროპული არჩევანისკენ. სწორედ ეს დგას სასწორზე და არა სხვა რამ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ამ პოლარიზებულ, ძალიან დაპირისპირებულ გარემოში მივიდეთ ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კრიზისს გადალახავს, არამედ სამომავლოდაც არ გვექნება მსგავსი შემთხვევები და შევძლებთ ისევ მტკიცედ ვიაროთ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისკენ“,-განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img