23.11.2024

ხათუნა სამნიძე – ვინც თვლის, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება, ის ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა იყოს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგი ეხმაურება და ამბობს, რომ ვინც თვლის, მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში, რადგან 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი ამ მიმართულებით, რომელიც ხელიდან გავუშვა ოპოზიციამ.

„წარმატებას ვუსურვებ მათ ახალ სამდივნოსთან დაკავშირებით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი და განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში. ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა,“ – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img