18.04.2024
- Advertisement -spot_img

ხატია დეკანოიძე – არსებული ფორმულირებით “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არსებული ფორმით, ხელს არ მოაწერს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დოკუმენტს ხელს იქამდე არ მოაწერენ, სანამ პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხები უფრო კონკრეტულად არ ჩაიწერება.  

“ჩვენ მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოზიცია აქვს უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გავაგზავნეთ წერილი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სადაც მკაფიოდ წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტში არ იქნება გასაგებად ჩამოყალიბებული პოლიტპატიმრების თემა, რომ მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ასევე არ განვიხილავთ ვადამდელი არჩევნების მიბმას თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ფორმულირებით ხელმოწერა გამორიცხულია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img