ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “მორიგი გადაგდება” დაანონსა. დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება პოლარიზაციის აშკარა ხელშეწყობაა.
“ოცნების რიტორიკა პოლარიზაციაზე ძალინ სასაცილოა, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით კარგად. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ჩაგდება, რაც შედარებით მცირე პარტიებს საერთოდ პოლიტიკურ პროცესის მიღმა ტოვებს მაღალი – პოლარიზაციის ყველაზე აშკარა ხელშეწყობაა. მორიგი “გადაგდება” დააანონსა კობახიძემ”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.