24.07.2021
- Advertisement -spot_img

ხატია დეკანოიძე ხაზარაძეს – სამართალდამცავი უწყებები არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს

“ძალოვნები არ უნდა იყოს ნაცმოძრაობის ხელში – არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული. იმიტომ, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების” – ასე პასუხობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თქვა, რომ ენმ-მ არ უნდა წარადგინონ ძალოვანი მინისტრები მომავალ მთავრობაში.

“ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.

  • რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;
  • არჩეული შერიფები;
  • შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა.
  • ფედერალური საგამოძიებო უწყების შექმნა;

ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართლმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი”. – წერს სოციალურ ქსელში დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია და საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. ამასთან, ხაზარაძე წერს, რომ საჭიროა შეთანხმება, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ წარადგინოს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img