29.03.2024
- Advertisement -spot_img

ხაზარაძე – ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი მზად არის, თავდებად დაუდგეს ნიკა მელიას

„ლელოს“ ახალი ინიციატივით პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ მელიას.

ბრიუსელში მყოფმა „ლელო”-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა კიდეც ევროპარლამენტარი რომელიც, მისი თქმით, მზად არის, თავდებად დაუდგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი („ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წევრი, ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი) ამისთვის მზად არის.

“ლელოს” ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილიც შეუერთდა და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ თავადაც მიმართა ევროპარლამენტარებს მელიას თავდებობის შესახებ.

“ვუერთდები “ლელოს” ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img