09.12.2021
- Advertisement -spot_img

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტზე – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ – “ქართული ოცნება”, შალვა პაპუაშვილი – “ქართული ოცნება”; “ლელო” – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; “რესპუბლიკური პარტია” – ხათუნა სამნიძე; პარტია “მოქალაქეები” – ალეკო ელისაშვილი; “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე; გირჩი – ვახტანგ მეგრელიშვილი და “გირჩი მეტი – თავისუფლება” – ზურაბ ჯაფარიძე. ასევე, დამოუკიდბელი დეპუტატის სტატუსით მოაწერა ხელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა და “ევროპული საქართველოს” ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონიაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობდა.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმოწერები.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img