29.03.2024
- Advertisement -spot_img

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო – მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img