ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.