04.12.2021
- Advertisement -spot_img

ხმაური და დაპირისპირება მარნეულში, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.

სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე გიორგი მუმლაძე დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თავად წერს. “რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img