16.01.2025

ხონის სტუდენტური ბანაკიდან ინტოქსიკაციით 9 სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხონში სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაციის შედეგად 9 სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყლის მიღებას უკავშირდება.

ცხრა სტუდენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის თქმით, ახალგაზრდები მათთან გუშინ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ.

ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ მოეწყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img