20.04.2024
- Advertisement -spot_img

ხუნდაძე – შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს

შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს – ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტების კითხვას რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში, მოსკოვში გამგზავრების თაობაზე.

თუმცა, როგორც ხუნდაძის თქმით, მისი პირადი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ამ მისამართს არ აირჩევდა.

„შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი პირადი არჩევანი რომ ყოფილიყო, როცა მე ვარ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ამ მისამართს არ ავირჩევდი. მაგრამ კულტურაც არ უნდა იქნას იმ დონეზე პოლიტიზირებული, რომ მათ საკუთარი არჩევანის და გადაწყვეტილების უფლება არ მივცეთ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქართული კულტურა გაიტანონ და შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img