30.07.2021
- Advertisement -spot_img

ხვალ ოლიმპიადა იწყება – რამდენი სპორტსმენით არის წარმოდგენილი საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ იაპონიის დედაქალაქში სტარტს ზაფხულის რიგით 32-ე ოლიმპიური თამაშები აიღებს. სულ ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს, მათ შორის არიან ქართველი ოლიმპიელებიც. საქართველოს სახელს იაპონიაში 35 სპორტსმენი დაიცავს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. გახსნის ცერემონიას 950 ჟურნალისტი და ოფიციალური პირი დაესწრება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე 23 ივლისს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს:

🥋 9 ძიუდოისტი (7 ვაჟი, 2 ქალი)

24 ივლისი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)
25 ივლისი: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52)
25 ივლისი: ვაჟა მარგველაშვილი (-66)
26 ივლისი: ეთერ ლიპარტელიანი (-57)
26 ივლისი: ლაშა შავდათუაშვილი (-73)
27 ივლისი: ტატო გრიგალაშვილი (-81)
28 ივლისი: ლაშა ბექაური (-90)
29 ივლისი: ვარლამ ლიპარტელიანი (-100)
30 ივლისი: გურამ თუშიშვილი (+100)

წინასწარი შეხვედრები 06:00-დან 09:30-მდე გაგრძელდება , ფინალური კი – 12:00-დან 14:50-მდე

🤼‍♀️7 მოჭიდავე (3 თავისუფალი სტილის, 4 – ბერძნულ-რომაული)

1 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ -130 კგ). წინასწარი (1/8, 1/4 და 1/2)
2 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ – 130). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
2 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ – 97). წინასწარი
3 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
3 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). წინასწარი
3 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). წინასწარი
4 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
4 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
5 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). წინასწარი
5 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125) წინასწარი
6 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
6 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
6 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). წინასწარი
7 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი

წინასწარი შეხვედრები – 04:00-დან 08:30-მდე, ხოლო რეპეშაჟები და ფინალური ბლოკი კი – 13:15-დან 17:00-მდე.

🤸‍♂️5 მძლეოსანი

25 ივლისი: შოთა მიშველიძე (-61 კგ)
25 ივლისი: გოგა ჩხეიძე (-67)
31 ივლისი: ანტონ პლესნოი (-96)
4 აგვისტო: ლაშა ტალახაძე (+109)

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🏋️‍♀️4 ძალოსანი

30 ივლისი: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
31 ივლისი: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). კვალიფიკაცია
1 აგვისტო: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). ფინალი
2 აგვისტო: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). ფინალი
3 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ლაშა ღულელაური (სამხტომი). კვალიფიკაცია და ფინალი
5 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). ფინალი
5 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🥊3 მოკრივე

24 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ). 1/16 ფინალი
26 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/16 ფინალი
26 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/16 ფინალი
27 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/8 ფინალი
29 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/8 ფინალი
30 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/4 ფინალი
31 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/8 ფინალი
1 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). 1/2 ფინალი
1 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/4 ფინალი
3 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). ფინალი
3 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/4 ფინალი
5 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/2 ფინალი
5 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/2 ფინალი
7 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). ფინალი
7 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🏊‍♀️2 მოცურავე

24 ივლისი: ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი
25 ივლისი. ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი). ფინალი
28 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი
29 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). ნახევარფინალი
30 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🔫1 მსროლელი

25 ივლისი: ნინო სალუქვაძე (10 მ. პნევმ. პისტოლეტი). კვალიფიკაცია და ფინალი

ასპარეზობა 04:00-დან დაიწყება და 11:30-ზე დასრულდება.

🤺1 მოფარიკავე

24 ივლისი: სანდრო ბაზაძე (ხმალი). წინასწარი და ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🥋1 კარატისტი

6 აგვისტო: გოგიტა არქანია (კუმიტე. -75 კგ). წინასწარი და ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

⚾1 ჩოგბურთელი

24-25 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. I წრე
26-27 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. II წრე
28 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. III წრე
29 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/4 ფინალი
30 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/2 ფინალი
31 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. ბრინჯაოს მედლის მატჩი
1 აგვისტო: ნიკოლოზ ბასილაშვილი. ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

🧘‍♀️1 ტანმოვარჯიშე

25 ივლისი: სალომე ფაჟავა. კვალიფიკაცია
29 ივლისი: სალომე ფაჟავა. ფინალი

საათები ზუსტად არ არის ცნობილი

1 ივლისიდან დღემდე ტოკიოში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ინფიცირების 91 შემთხვევა გამოვლინდება. შესაბამისად მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, სწორედ მკაცრი რეგულაციების გამო სპორტულ აქტივობებს გულშემატკივარი არ დაესწრება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img