20.04.2024
- Advertisement -spot_img

ხვალიდან ბიბლიოთეკები და მუზეუმები იხსნება

24 თებერვალს, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ ვაქცინა არ შემოსულა და გაურკვეველია ისიც, თუ როდის შემოვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა.

ხვალიდან, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეხსნებათ.

1 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქმიანობას განაახლებენ ბიბლიოთეკები და მკითხველს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებენ.

როგორ ხვდება მკითხველს ხვალიდან  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და რა წესების გათვალისწინება მოუწევთ მათ? – ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ციური კოჭლაშვილი „ვებგაზეთთან“ საუბრობს.

ციური კოჭლაშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მისი თქმით, ნებისმიერი მკითხველი ბიბლიოთეკაში შესვლისას გაივლის დეზობარიერს, ჩაიტარებს თერმოსკრინიგს, დაიმუშავებს ხელებს სანიტაიზერით, ისარგებლებს ცოცხალი რიგის ნომრებით და  მკითხველის მიერ გამოყენებული ლიტერატურა, გაივლის 72 საათიან კარანტინს.

ნებისმიერი მკითხველი ბიბლიოთეკაში შესვლისას გაივლის დეზობარიერს, ჩაიტარებს თერმოსკრინიგს

 „ჩვენ პანდემიის დასაწყისშივე, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, დავაწესეთ რეგულაციები, რაც ითვალისწინებდა დახურულ სივრცეში ყოფნის დროს გასათვალისწინებელ წესებს. ეს არის დეზობარიერი, სანიტაიზერის გამოყენება, პირბადის ხმარება, როგორც თანამშრომლების, ასევე მკითხველების მხრიდან, დისტანცია მაგიდებს შორის. ასევე,  დამატებით დავაწესეთ ცოცხალი რიგის ნომრები, რომლის მეშვეობითაც მკითხველი მხოლოდ მაშინ შედის სამკითხველო დარბაზში, როცა გათავისუფლდება ადგილი.

ასევე, სიახლეც გვაქვს როგორც ბიბლიოთეკებს. რადგან საქმე გვაქვს ბეჭდურ მასალასთან, იქნება ეს წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, ნოტი თუ სხვა მკითხველის მიერ გამოყენებული ლიტერატურა 72 საათის განმავლობაში გაივლის კარანტინს, ვიდრე მეორე მომხმარებელი გამოიწერს მას.“ –  ამბობს ციური კოჭლაშვილი „ვებგაზეთთან“.

ციური კოჭლაშვილის განცხადებით, ბიბლიოთეკის სივრცეში არსებულ საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს გარკვეული შეზღუდვები რჩებათ, რაც ზოგადად ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გათვალისწინების გამო ხდება.

„ბიბლიოთეკას აქვს რამდენიმე სივრცე კულტურული ღონისძიებებისათვის, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან  ჩვენც ვითვალისწინებთ ასეთ სივრცეებზე არსებულ შეზღუდვებს. მაგალითად, საგამოფენო დარბაზში დაიშვება მხოლოდ 50 ადამიანი, საკონფერენციო დარბაზში კი, მხოლოდ 20 ადამიანი,“ – აცხადებს „ვებგაზეთთან“ ციური კოჭლაშილი.  

საგამოფენო დარბაზში დაიშვება მხოლოდ 50 ადამიანი, საკონფერენციო დარბაზში კი, მხოლოდ 20 ადამიანი

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კომენდატი საათი მოქმედებს  21:00 საათიდან, ბიბლიოთეკა იმუშავებს 10:00 საათიდან 18:30 საათამდე ყოველდღე.

ცნობისათვის, 24 თებერვალს, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

1 მარტიდან:

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას შეძლებენ;
  • ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img