17.09.2021
- Advertisement -spot_img

კიდევ ერთი ახალი ფრაქცია პარლამენტში – „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“

„შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ პარლამენტში დღეს ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციაში 7 დეპუტატი იქნება: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი საფუძველი არის სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ფრაქციის თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა. ამასთანავე, სამნიძის განმარტებით, ფრაქციის ერთადერთი მიზანი შეთანხმების დოკუმენტის პუნქტების განხორციელება არ იქნება.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანებისა და ერთად საპარლამენტო მუშაობის, არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს ყველა ბერკეტს, საპარლამენტო მუშაობისას, იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია ხაზგასმით და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს პუნქტები. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად,“- განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img