23.11.2024

კობახიძე ბიბილოვზე – ყველა განცხადება ე.წ. კამპანიას უკავშირდება, სჯობს იგნორირება გავუკეთოთ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის შესახებ სჯობს იგნორირებულ იქნას. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ყველა განცხადება არის დაკავშირებული ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც ატარებს ბიბილოვი. იგივე მუშტების ქნევაც ამასთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცამ მოუსმინოს ამას ცხინვალის რეგიონში და მეტი მოტივაცია ჰქონდეს, რომ მხარი დაუჭიროს ბიბილოვის კანდიდატურას. რაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებებს, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის, ამიტომ ჯობია იგნორირება გავუკეთოთ”, – ამბობს კობახიძე.

ოკუპირებულ ოსეთში 10 აპრილს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება “რესპუბლიკის” სტრატეგიული მიზანია

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img