08.12.2024

კობახიძე – დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში – „ქართველი იანუკოვიჩი“ მოიკითხონ უკრაინის ხელისუფლებაში

დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში – ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი „იანუკოვიჩი“ უწოდა და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.

კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება კიდევ უფრო მეტს გაიგებს არახამიას შესახებ ომის დასრულების შემდეგ.

„მე მახსოვს 6 მარტი, როცა გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მაშინაც დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია თუ არაავთენტური არ ვიცით, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმავე დღეს, რამდენიმე საათში მას გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს – ამ შემთხვევაში არახამიას და თბილისს – ამ შემთხვევაშიც არახამიას შორის. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის მის შესახებ, თუმცა, ყველაფერი არა, მე მგონია, ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს, ცუდ რაღაცებს. დღეს ამის დრო არ არის, რომ ამაზე ღრმად შევიდეთ.

არახამიას პირით გააჟღერეს და ტერმინი გამოიყენა არახამიამ – „ქართველი იანუკოვიჩი“. მე მინდა მას ვუთხრა, ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული, ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, „ქართველი იანუკოვიჩი“ მოიკითხონ თავისთან უკრაინის ხელისუფლებაში,“ – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img